Friday, June 21, 2019

აფრიკა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი:თეონა ქავთარაძე
საგანი:მსოფლიოს გეოგრაფია
სწავლების საფეხური/კლასი:საშუალო საფეხური/მე-10 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:26;  სსსმ მოსწავლე კლასში არ მყავს;
გაკვეთილის თემა: აფრიკა

გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას აფრიკის  გეოგრაფიულ  მახასიათებლების შესახებ .
სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, კონტინენტის გეოგრაფიული მდებარეობის, რელიეფის,ჰავის, შიდა წყლების და სხვა მახასიათებლების შესახებ.
 შეძლებენ ფიზიკურ– გეოგრაფიულ პარამეტრებს შორის მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენას,ამ მაჩვენებლების მიხედვით შეადარებენ კონტინენტებს ერთმანეთს და განიხილავენ შესასწავლი რეგიონის განვითარების პერსპექტივებს

ესგ-თი გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მიმართულებებია:


გეო.X.4. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ქვეყნები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით და იმსჯელოს მსგავსება-განსხვავების მიზეზებზე.
რუკისა და სხვა თვალსაჩინოებების დახმარებით იკვლევს ქვეყნების ბუნებრივ პირობებს,აანალიზებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.
მოსწავლეს შეუძლია რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების (ფოტოები, გრაფიკები , ცხრილები , დიაგრამები) დახმარებით დაახასიათს ადგილ , მოვლენა და პროცესი, შეადგინოს თემატური რუკებ . 


წინასწარი ცოდნა: საჭირო ინფორმაციის მოძიების , გაანალიზების ,
და ინტერპრეტაციის უნარი. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის უნარი . დაკვირვების , საკუთარი აზრის გამოთქმის , ანალიტიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; მარტივი რუკის შედგენის უნარი.




N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმებისა და ინსტრუქციების გაცნობა;
ვერბალური კომუნიკაცია
მთელ კლასთან
ფორმატის ქაღალდი.დანართი 1,2 რუბრიკები
3 წთ

2


წინარე ცოდნის გააქტიურება:

    პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ასოციაციური რუკის შედგენის თვალსაჩინოების გამოყენებით  გავახსენებ რა თანმიმდევრობით  შეიძლება გაიხსენონ ნასწავლი მასალებიდან ინფორმაცია კონტინენტების შესახებ.
პასუხებს აფიქსირებენ დაფაზე,ახდენენ პასუხების დაჯგუფებას (ასოციაციური რუკის სახით) თანმიმდევრულად.



კითხვა-პასუხი;
 „ასოციაციური რუკის“ აწყობა

მთელ კლასთან

დაფა ცარცი რუკები მაგნიტები


12  წთ
3





მასწავლებლის მინი ლექცია ახალი გაკვეთილის შესახებ



ახალი მასალის

მთელი კლასი

სახელმძღვანელო, ატლასის რუკები პროექტორი


5წთ
4

ვიდეოვიგვივიდეო რგოლის ჩვენება 

ვიზუალიზაცია


მთელი კლასი

პროექტორი ლეპტოპი

4 წთ
5




   მოსწავლეებს ვყოფ 4 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ კონკრეტულ დავალებას. სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტისა, დავალებების,  და რუკის გეოგრაფიული სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით აჯგუფებენ:
I ჯგუფი-  აფრიკის ანკლავ სახელმწიფოებს
II ჯგუფი-აფრიკის სახელმწიფოებს რომლებსაც აქვთ ზღვაზე გასასვლელი;
III ჯგუფი-აფრიკის ოროგრაფიული ერთეულები ;
IVჯგუფი-აფრიკის ჰიდროგრაფიული ერთეულები;
Vჯგუფი-აფრიკის რესურსები; ჯგუფური მუშაობის დროს დავდივარ ჯგუფებს შორის და ვავსებ დაკვირვების ფურცელს.




შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია ჯგუფების მიერ
წერითი სამუშაო


















პრეზენტაცია

ჯგუფები

















ჯგუფები
სახელმძღვანელო,
თაბახის
ფურცელი, კალამი კონტურული რუკა


8 წთ


















10წთ











6


შეფასება:
მოსწავლეებს ვაფასებ
დაკვირვების საფუძველზე ყოველი აქტივობის შესრულების შემდეგ ვაძლევ  სიტყვიერ და განმავითარებელ კომენტარს.
განმავითარებელი
 პოზიტიური კომენტარი

ინდივიდუალურად,
ჯგუფებში.



2 წთ
7
საშინაო დავალების მიცემა:  ახალი ახსნილი მასილის გამეორება






სახელმძღვანელო

1წთ







გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
                    
მოსწავლეებმა მიიღე ცოდნა აფრიკის გეოგრაფიულ  მახასიათებლების შესახებ .
სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით შეძლეს ინფორმაციების მოძიება კონტინენტის გეოგრაფიული მდებარეობის,რეილიეფის,ჰავის,შიდა წყლებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ.
  შეძლეს ფიზიკურ–გეოგრაფიულ პარამეტრებს შორის მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენა, ამ მაჩვენებლების მიხედვით შეადარეს კონტინენტები ერთმანეთს და განიხილეს შესასწავლი კონტინენტის განვითარების პერსპექტივები.

შეძლეს  საკუთარი აზრის არგუმენტაცია, სხვისი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, დასკვნების გამოტანა, იყოს აქტიური მსმენელი;~
ხელმოწერა:
თარიღი:





No comments:

Post a Comment